Sunday, 12 January 2014

2013-2014 სასწავლო წელი





2013-2014 სასწავლო წლის სერტიფიცირებული მასწავლებლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
სახელი და გვარი  - ნინო გამყრელიძე
სკოლა- ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ  ქუთაისის  N41  ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლა
თარიღი - 04.10. 09.2013
N
აქტივობის სახე

განმახორციელებელი
ორგანიზაცია
თემატიკა
განხორციელების ვადები
რესურსები
ადამიანური/ მატერიალუ
რი
შე
ნიშ
ვნა
1
საგაკვეთილო პროცესი-სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

II სემესტრი
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი

2
პროექტზე დაფუძნებული სწავლება-სასწავლო პროექტები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
1. ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა”
2.  ,,ეკოლოგიურად სუფთა გარემო-ნაგავი და ნარჩენი”

I სემესტრი


II სემესტრი


3
ისტ-ის გამოყენება-
1. ინტერნეტში მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის ბლოგისა და სხვა ელექტრონული საშუალებებით დამხმარე რესურსების განთავსება.
2. ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებისათვის.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა






მთელი სასწავლო წლის განმავლობაში
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი

4
მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება-მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტრატეგია.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
1. ,,რა უნდა გავაკეთოთ შინ, რომ პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლება მნიშვნელოვან ელემენტებზე იყოს ორიენტირებული”
2. ,,რა უნდა გავაკეთოთ შინ, რომ მეორე კლასში წერა-კითხვის სწავლება მნიშვნელოვან ელემენტებზე იყოს ორიენტირებული”
3. ,,სკოლისა და ოჯახის როლი მოზარდის სოციალიზაციაში



I სემესტრი








II სემესტრი
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი

5
სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა-
1. ადამიანური რესურსების მოძიება და გამოყენება.
2. დამხმარე საშუალებებისა და რესურსების შექმნა.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრა




II სემესტრი


I სემესტრი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მოწვევა დისკუსიისათვის.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები.

6
მოსწავლეთა მიღწევები-მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
დაწყებითი კლასების კათედრა

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში


7
თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე-
ტრენინგები.

ქუთაისის მასწავლებლის სახლი

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში


8
თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება-
1. საგანმანათლებლო თემაზე სტატიის დაწერა და გამოქვეყნება.
2. კათედრაზე პრეზენტაციის მოწყობა, საგანმანათლებლო თემის წარმოდგენა.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
დაწყებითი კლასების კათედრა.

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში

I სემესტრი


II სემესტრი








ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები.


                                

          სკოლის  დირექტორი:                  გენადი მარგველაშვილ




ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-

მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებელ ნინო გამყრელიძის 2013-

2014 სასწავლო წლის საქმიანობის

თვითშეფასება

,,მასწავლებელი უნდა ფასდებოდეს იმისათვის, რომ მან გააუმჯობესოს სწავლება და არა იმისათვის, რომ დადგინდეს მისი რეიტინგი“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რომელიც პედაგოგს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება. ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში. პროფესიული განვითარება გულისხმობს კოლეგებთან თანამშრომლობას, მენტორობას, აკადემიური პროდუქტის შექმნას, პროფესიული ტრენინგების გავლას, თანამედროვე პროფესიული ლიტერატურის გაცნობას და ა. შ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა და სკოლამ მომცეს შესაძლებლობა, განმეხორციელებინა მრავალფეროვანი აქტივობა და გამომეყენებინებინა სხვადასხვა რესურსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მე თავად ვიყავი მოტივირებული და დაინტერესებული, ვიყენებდი ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას.
პირველ რიგში, დაკვირვებით გავეცანი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებს, მიზნებს, ამოცანებს, მიმართულებებს, რადგან ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარმემართა სწავლების პროცესი. ყოველივე ამას უნდა ჰქონოდა ზუსტი ორიენტირები, რადგან საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ  მემოქმედა. როგორ ასწავლო-ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.
შევიმუშავე პირადი პროფესიული განვითარების გეგმა, რამაც  მიზნების დასახვა და განხორციელება გამიადვილა. ვთვლი, რომ იგი წარმატებული პროფესიული განვითარების საწინდარია. გეგმის შემუშავებისას გავითვალისწინე ის გარემო, სადაც მიწევდა საქმიანობა. იგი შეესაბამება მოსწავლეების, სკოლის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. წინასწარ განვსაზღვრე პრიორიტეტები, მოვახდინე რისკებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, საკუთარი შესაძლებლობებისა და მოლოდინების რაციონალიზაცია.
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტებისა და მიზნების მიღწევას;  ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირებისა  და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარა; ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რადგან მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და არსებით საკითხებზე; მათ შექმნეს პროდუქტები და წარმოადგინეს ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.  გეგმაში ნათლადაა განსაზღვრული და გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები. გონივრულმა დათმობამ და აღსაზრდელთა ინტერესების გათვალისწინებამ მათ გაუჩინათ სურვილი, თავისუფლად ეაზროვნათ, გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები, ესწავლათ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. მოსწავლეები წარმოადგენდნენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.
ჩავატარე რამდენიმე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი უახლესი მეთოდით:
    ,,მკითხველთა თეატრი“.
ეს გახლავთ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმა, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან ნაწარმოების ხმამაღლა კითხვაში. მკითხველები ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციას, მოქმედ პირთა ხასიათს.
,,მკითხველის თეატრი“ მოსწავლეებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში დაეხმარა. განუვითარდათ რწმენა, თავდაჯერებულობა, მათ დამოუკიდებლად შეძლეს ხმამაღალი გამომსახველობითი კითხვა.
მეთოდის  გამოყენებამ  მიმიყვანა ეფექტურ შედეგამდე: მოსწავლეებმა შეძლეს გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალური, თანამშრომლობითი, ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების განვითარება; კითხვის სიყვარულისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის   ჩანერგვა; სხვა ადამიანის როლის თამაშით ერთი და იმავე პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით დანახვა; ემპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება. სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობა, მოსწავლეებში ემოციური ზრდისა და მოტივაციის, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
შედეგები კვლავ განვიხილე დაწყებითი კლასების კათედრაზე. ვითანამშრომლე კოლეგებთან და მივიღე დიდი გამოცდილება.
მეთოდის ,,მკითხველთა თეატრიგამოყენებით ჩავარატე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი (თემა-,,სოკოს ქვეშიაპონური ზღაპრის მიხედვით), მასში გაერთიანებული იყო თამაშის ბევრი ელემენტი, ამიტომ ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო იყო.
პირველ რიგში შევარჩიე ტექსტი, განვსაზღვრე როლები. კლასი გავყავი ორ ჯგუფად. თითოეულს გადავუნაწილე როლები. დავუსახე კვირის განმავლობაში მისაღწევი შედეგები, წავუკითხე ნაწარმოები სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, რათა მოსწავლეებს ინტერესი ჰქონოდათ როგორც ნაწარმოების, ასევე მეთოდის მიმართ. ბავშვებმა წიგნში მონიშნეს საკუთარი როლები. შემდეგ ვთხოვე, რომ ინდივიდუალურად გაცნობოდნენ ტექსტს და ყურადღება მიექციათ როგორც საკუთარი, ასევე ტექსტის დანარჩენი ნაწილისათვის, რათა შეძლებოდათ პიესის მთლიანობაში აღქმა და თანმიმდევრობით გათავისება. ამ ეტაპზე ინდივიდუალურ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კარგად გაეაზრათ ხარვეზები, ჩაღრმავებოდნენ შეცდომებს და ეზრუნათ მათ გამოსწორებაზე.
მოსწავლეები ამზადებდნენ რეკვიზიტებს. ისაუბრეს სპექტაკლებში რეკვიზიტების როლზე, დატვირთვაზე. დაამზადეს აფიშა.
შედეგს მივაღწიე. თანმიმდევრულად განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო:
გამართულ კითხვას, საღ მსჯელობასა და აღქმას, ყურადღების კონცენტრირებასა და ადეკვატურად რეაგირებას; სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობას, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენებას, ხელოვნების დარგებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, საყვარელი გმირის სახასიათო ნიშნებზე მსჯელობას, მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებასა და ნამუშევარში ასახვას, პრეზენტაციის გამართვას; სხვა ადამიანის როლის თამაშით ერთი და იმავე პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით დანახვას; იმ პერსონაჟის გრძნობებსა და ფიქრებში ჩაწვდომას, რომლის ხასიათი შეესაბამებოდა გათამაშებულ როლს; ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობას, კომუნიკაციას კლასთან; საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას, თვითშეფასებას.
პროფესიული განვითარებისათვის მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი. მასწავლებელი ყველაზე კარგად ხედავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მაგრამ ამ პროცესის ინტერპრეტაცია ყველას არ შეუძლია. ვცდილობ, ვიყო თვითკრიტიკული, რომელიც აუცილებლად მოითხოვს საკუთარი ქმედებების ობიექტურად შეფასებას, დაკვირვების, ექსპერიმენტების ჩატარების, ადაპტირების, კვლევის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, ინოვაციის დანერგვის უნარ-ჩვევებს.
სასწავლო პროცესის გაანალიზებისათვის ვიყენებდი შემდეგ ტექნიკას: ანგარიშებს, თვითშეფასებებს, გაკვეთილების ჩაწერასა და ანალიზს. ყოველივე ეს სწავლების ეფექტურობის დინამიკაში დაკვირვების საშუალებას მაძლევდა და ხელს მიწყობდა ჩემი შემოქმედებითობის განვითარებასა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში.
              მზად ვარ, ვიყო ღია სიახლეებისადმი. სიახლეების დასანერგად გავიარე პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსები: ,,განათლების დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებელთათვის”, ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“, ,,ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებისათვის“.           
ინტერნეტ-რევოლუციამ ძირეული ცვლილებები შეიტანა ინფორმაციის გადაცემისა და ცოდნის მიღების ფორმებსა და მასშტაბებში. სულ უფრო მეტი სახელმძღვანელო თუ სასწავლო მასალაა ხელმისაწვდომი ელექტრონულ ფორმატში. სასწავლო პროცესს ვამდიდრებდი და ვამრავალფეროვნებდი ინტერნეტიდან მოპოვებული ელექტრონული რესურსებით. მოსწავლეებიც იყენებდნენ ტექნოლოგიებს ცნებების უკეთ გაგებისათვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისათვის. გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად იყო შერჩეული და შეესაბამებოდა არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს. სასწავლო მასალები, ვიდეო-ილუსტრაციები, პროექტები, სამოდელო იტეგრირებული გაკვეთილის გეგმები, მოსწავლის/მასწავლებლის თვითშეფასების, შეფასების რუბრიკები და სქემები, ტრენინგის ანგარიშები... განთავსებული მაქვს ინტერნეტში, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.
მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციებში ვერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, ვიმუშაო უცხოელ კოლეგებთან  ახალი პროექტების დაგეგმვასა თუ განხორციელებაზე.
შეფასება სწავლებისა და სწავლის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეფასების საშუალებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლის მიღწევის შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.   
ჩემ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას. იგი გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევდათ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება, რომლებიც ეხმარებოდათ მათი მუშაობის ხარისხისა და მოლოდინების შედარებაში.  
მოსწავლეებთან ვაწყობდი შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად. ვაძლევდი დამატებით ინსტრუქციებს  და ვპასუხობდი მათ შეკითხვებს.
მოსწავლეებს ვაკეთებინებდი დროულ რეფლექსიას, რათა დაფიქრებულიყვნენ თავიანთ სწავლის პროცესზე.
ნაკლებად ვიყენებდი ჩანაწერებსა და დაკვირვების ფურცლებს.
ჩემი ღირებულებათა სისტემა გამოვლინდება მოსწავლეებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს. ამიტომ მუდამ ვცდილობ აღნიშნულ ურთიერთობებში ობიექტურობის შენარჩუნებასა და ისეთი სიტუაციებისათვის თავის არიდებას, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ დამოკიდებულებებზე.
სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობდი სხვა სკოლების პედაგოგეთან. კოლეგებზე დაკვირვება, მათთან ერთად  გაკვეთილების ანალიზი, კლასის მართვის სტრატეგიების შეფასება, პრობლემებზე მსჯელობა საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების საშუალებას მაძლევდა, რაც უმნიშვნელოვანესია პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
საგანმანათლებლო თემებზე რეცენზირებულ და რეფერირებულ პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოვაქვეყნე რამდენიმე სამეცნიერო სტატია:
1. ,,გაკვეთილის ეფექტურობის ასამაღლებლად”. ქუთაისის საერო ინსტიტუტი”გელათი” მოამბე N13 2004 წელი.
2. ,,აღზრდა-განათლება მე-10-მე-12 საუკუნეების საქართველოში”. ქუთაისის საერო ინსტიტუტი”გელათი” მოამბე N13 2004 წელი.
3. ,,მისაწვდომობის დიდაქტიკური პრინციპი სხვა პრინციპებთან კავშირში”. ქუთაისის საერო ინსტიტუტი”გელათი” მოამბე N14 2005 წელი.
4. ,,მასწავლებლის მიერ სწავლების ეფექტური ტექნოლოგიის არჩევის საკითხისათვის”. თბილისის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ”საზრისი” N20  2006 წელი.
5. ,,კონცენტრირებული სწავლების ტექნოლოგია: ორგანიზაციის პრინციპები”  თბილისის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ”საზრისი” N21  2006  წელი.
6.”სრული ათვისების ტექნოლოგია”.  თბილისის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ”საზრისი” N20 2006 წელი.
7. ,,მასწავლებელთა მომზადების პედაგოგიური პირობები სწავლების ინდივიდუალური ტექნოლოგიების ასათვისებლად”. თბილისის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ”საზრისი” N20 2006 წელი.
8. ,,მოდულური სწავლების ტექნოლოგია საგანმანათლებლო მოდერნიზაციის პირობებში”.   ქუთაისი-თბილისის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ”ხანძთა” 2009 წელი.
9. ,,ინოვაციური პროცესები საგანმანათლებლო სფეროში“. ქუთაისის პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,ენა და კულტურა“  N11  2014 წელი.
       
 მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესისა და არაფორმალური განათლების, მშობლებთან და თემთან ეფექტური ურთიერთობის სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით  ჩავატარე ,,სადამრიგებლო საათის პროგრამა“. განვიხილეთ შემდეგი მიმართულებები: პიროვნული და მორალური განვითარება; გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი; უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება; თვალსაწიერის გაფართოება.
      შეხვედრებზე მოსწავლეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, სწავლის თუ ურთიერთობების დროს წამოჭრილი პრობლემები, ისწავლეს ამგვარ შეხვედრებზე ქცევის წესებისა და მიმდინარეობის თავისებურებები. ,,სადამრიგებლო საათის პროგრამამ“ ხელი შეუწყო მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.
მშობლებთან ჩავატარე სემინარები:
1. ,,რა უნდა გავაკეთოთ შინ, რომ პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლება მნიშვნელოვან ელემენტებზე იყოს ორიენტირებული”;
2. ,,რა უნდა გავაკეთოთ შინ, რომ მეორე კლასში წერა-კითხვის სწავლება მნიშვნელოვან ელემენტებზე იყოს ორიენტირებული”;
3. ,,სკოლისა და ოჯახის როლი მოზარდის სოციალიზაციაში”          .
სემინარებმა ხელი შეუწყვეს: მშობლებთან  ეფექტური  კომუნიკაციის  დამყარებას; ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას; მშობელთა  კომპეტენციების  გაზრდას; მშობლებთან მუშაობის ინოვაციური ფორმების გაცნობიერებას; მათ  ჩაბმას  სასკოლო  ცხოვრებაში; ოჯახში  მშობლების  შვილებთან  მუშაობის  უნარ - ჩვევების  დახვეწას; სწავლის სტრატეგიების გაცნობას; მშობლის ავტორიტეტის ამაღლებას.
მოსწავლეების განვითარებისა და ფორმირებისათვის ვატარებდი კლასგარეშე მუშაობას, რომელიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროა. ამ დროს უკეთ ვხედავდი მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს, შინაგან სამყაროს.
 2013 წლის 11 ოქტომბერს მოსწავლეები წავიყვანე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მათ ნახეს ია იაშვილისა და ლილი ნუცუბიძის სპექტაკლი ,,ძილისგუდა”. 
2013 წლის 8 ნოემბერს მოსწავლეები წავიყვანე კინოთეატრში რელიგიური ფილმის  სანახავად. მათ ძალიან მოეწონათ ფილმი. სკოლაში დაბრუნებულებმა შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
2013 წლის 12 დეკემბერს ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სპორტის დარბაზში  შპს კულტურისა და ხელოვნების ცენტრ-სერვისმა ,,მარგალიტიდაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის გამართა წარმოდგენა საცირკო-საესტრადო პროგრამით ,,ცირკი, ცირკი, ცირკი”. ბავშვებს ძალიან მოეწონათ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა და ემოციებს ვეღარ ფარავდნენ.
2014 წლის 15 აპრილს მოსწავლეები წავიყვანე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მათ ნახეს მუსიკალური ზღაპარი ,,ოქროს წიწილა". პატარების აღფრთოვანებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში და საკუთარ დამოკიდებულებებს, შეხედულებებსა და შეფასებებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
2014 წლის 31 მაისს ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში IIა კლასის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა სასწავლო ექსკურსია ,, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკში“. ეგზოტიკური მცენარეების ნახვის სურვილმა გადაგვაწყვეტინა, გაგვეხორციელებინა აღნიშნული სასწავლო ექსკურსია და მოპოვებული ინფორმაციები, გადაღებული ფოტომასალები გაგვეზიარებინა როგორც უფროსებისთვის, ასევე თანატოლებისთვის. ექსკურსია წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა   შეძლეს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივება; მოტივაციის ამაღლება; საგანთა შორის ინტეგრაცია; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარება; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ინფორმაციის შეგროვება;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას, რადგან პროფესიული განვითარებისათვის შემიქმნეს პოზიტიური და უსაფრთხო გარემო, მქონდა სათანადო მხარდაჭერა. სკოლამ დიდი როლი ითამაშა წარმატებით განმეხორციელებინა ყველა ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქტივობები, რომლების მქონდა დაგეგმილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა; რომ მასწავლებლებიც სწავლობენ და ბავშვებიც ასწავლიან; გამიჩნდა მოსწავლეთა მიმართ პატივისცემა, მაღალი, მაგრამ განსხვავებული მოლოდინები; კლასის კონტროლისადმი ჰუმანური მიდგომა.
მე, როგორც დამრიგებელმა, კარგად ვიცი, როგორია მოსწავლესა და წარმატებაზე ორიენტირებული სწავლება და ისიც კარგად ვიცი, რა უნარები სჭირდება მასწავლებელს, რომ სწავლების პროცესი კარგად მართოს. როდესაც კრიტიკულად შევაფასე საკუთარი შესაძლებლობები, მივხვდი, თუ რომელი უნარების განვითარება მჭირდება საიმისოდ, რომ უფრო  წარმატებული იყვნენ ჩემი მოსწავლეები და მათი სახელები გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.


16.06. 2014


                           ნინო გამყრელიძე





თვითშეფასების რუბრიკა



N
კრიტერიუმები

ყოველთვის
ზოგჯერ
არასდროს
1
ვიკვლევ და ვაფასებ საკუთარ საჭიროებებს, ვქმნი პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას



2
პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმა შეესაბამება განათლების ეროვნულ მიზნებს, სასწავლო გეგმასა და მოსწავლეთა საჭიროებებს



3
მაქვს გაზიარებული ხედვა და პასუხისმგებლობა მოსწავლეთა მიღწევებთან დაკავშირებით



4
ვიყენებ სწავლის თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებსა და რესურსებს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით



5
ვიყენებ თვითკრიტიკული სწავლების კლასიკურ მეთოდებს



6
ვიყენებ მშობლებთან ეფექტური ურთიერთობის სტრატეგიებს



7
ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე



8
ვთანამშრომლობ კოლეგებთან



9
წლის ბოლოს ვაკეთებ თვითშრფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით






ჩემი ელექტრონული მასალების მისამართები:


http://ninosblogi2013.blogspot.com/
http://cchemiblogi.blogspot.com/
http://ningamkrelidze.blogspot.com/
http://gamkrelidzisblogi.blogspot.com/
http://ninogamkrelidze1971.blogspot.com/
http://nigamkrelidze.blogspot.com/
http://ngamkrelidze.blogspot.com/
http://ninagamkrelidze.blogspot.com/
http://ninigamkrelidze.blogspot.com/
http://ninikogamkrelidze.blogspot.com/
http://ninikgamkrelidze.blogspot.com/
http://ninogamkrelidze1.blogspot.com/
http://ninogamkrelidze2.blogspot.com/
http://ninogamkrelidze3.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze4.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze5.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze6.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze7.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze8.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze9.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze10.blogspot.com/p/2012-2013.html
http://ninogamkrelidze11.blogspot.com/p/2012-2013.html
http://lemill.net/community/people/nino55555
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/iakob-gogebashvilis-vasha-chven-kitxva-vicit
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/vcerot-lamazad
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/cigni-codnis-gasagebi
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/b-u201d-s-shescavla
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/metodi-kitxvis-scavlebisadmi-holisturi-midgoma-didi-cignebis-gamokenebit
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/ricxvi-7-cifri-7-1
http://lemill.net/content/lessonplans/sascavlo-saganmanatleblo-proeqtis-codna-tan-dasdevs-mcodnelsa201c-gegma/base_view
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/moscavleta-agmzrdelobiti-procesi-da-araformaluri-ganatleba-mshoblebtan-efeqturi-urt
http://lemill.net/lemill-server/content/lessonplans/moscavleta-agmzrdelobiti-procesi-da-araformaluri-ganatleba-mshoblebtan-efeqturi-urti









No comments:

Post a Comment